ესპანეთმა NATO-ს თავდაცვით ხარჯების მთლიანი შიდა პროდუქტიდან ხუთ პროცენტამდე გაზდრის გეგმაზე უარის თქმისკენ მოუწოდა
ესპანეთმა NATO-ს თავდაცვით ხარჯების მთლიანი შიდა პროდუქტიდან ხუთ პროცენტამდე გაზდრის გეგმაზე უარის თქმისკენ მოუწოდა. შესაბამისი წერილით ალიანსის გენერალურ მდივანს პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა მიმართა და ალტერნატივად მეტად მოქნილი ფორმულის შეთანხმება შესთავაზა, რომლის მიხედვითაც ხარჯების გაზრდა ნებაყოფლობითი იქნება. ექსპერტები შიშობენ, რომ მადრიდის ეს პოზიცია შესაძლოა NATO-ს სამიტის ჩაშლის მიზეზი გახდეს, მით უფრო რომ ალიანსის შეკრების საკვანძო საკითხი სწორედ თავდაცვითი ხარჯების გაზრდაა.
