მიშელ რამიშვილმა ეროვნულ არქივს ბაბუის პირადი წერილები და მათ ოჯახში დაცული სხვა საარქივო მასალა გადასცა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი თავმჯდომარის, ნოე რამიშვილის შვილიშვილმა, მიშელ რამიშვილმა ეროვნულ არქივს ბაბუის პირადი წერილები და მათ ოჯახში დაცული სხვა საარქივო მასალა გადასცა. დოკუმენტებს შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნოე რამიშვილის მიერ მეუღლისთვის 1924-1930 წლებში გაგზავნილი წერილები. მიშელ რამიშვილმა ეროვნულ არქივს ასევე გადასცა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთის ბიუროს პერიოდული გამოცემა „ჩვენი დროშის“ 1950 წლის ნომერი. ეროვნული არქივი ინახავს ნოე რამიშვილის პირად ფონდს, რომელიც 1917-1965 წლებში შექმნილ 90 საარქივო საქმეს აერთიანებს.
