ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღვევით გადაადგილების ფაქტები გამოავლინა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღვევით გადაადგილების ფაქტები გამოავლინა. გამოძიებით დადგინდა, რომ სხვადასხვა პირმა საბაჟო გამშვები პუნქტების „სარფის“ და „სადახლო საავტომობილოს“ გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოიტანეს 920 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები. ასევე, უწყების ცნობით, საბაჟო გამშვები პუნქტის ყაზბეგის გავლით 62 ცალი ბრილიანტის მალულად გატანის მცდელობის ფაქტი გამოვლინდა.
