საპატრულო პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა
საპატრულო პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა. უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ის თბილისში, ქვეითად გადაადგილებისას, გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. პოლიციის თანამშრომლებმა მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, ოც შეკვრად დაფასოებული, ნარკოტიკული საშუალება „კლეფედრონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
