მტრული საქმიანობა და საბოტაჟი
სოფელ ჩორჩანაში პოლიციის საგუშაგოს გახსნას არც ადგილობრივები ეთანხმებოდნენ. გადაწყვეტილება, რომელიც მაშინდელმა შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ ხელისუფლებიდან არავის შეუთანხმა, ცალკე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის და პარალელურად, პროკურატურის კვლევის საგანია. საბოტაჟი, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობა, უცხოეთის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება - მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პროკურატურაში იმყოფებოდა სოფელ წაღვლის გამგებელი. იმ სოფლის, რომლის ადმინისტრაციული ერთეულია ჩორჩანა
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
