ქართველი ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა
ქართველი ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა. ნახევარფინალში თუშიშვილმა კორეელი კიმ მინ ჯონგი დამატებით დროში იპონით დაამარცხა. იქამდე კი სლოვაკ, გერმანელ და აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე ქართველ ძიუდოისტს უშანგი კოკაურს აჯობა. გადამწყვეტ შეხვედრაში გურამ თუშიშვილის მეტოქე რუსი ინალ ტასოევი იქნება. ფინალური ბლოკი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება
