ხვალ იოჰან კრუიფის ინსტიტუტისა და ჯანო ბაგრატიონის სახელობის აკადემიის თანამშრომლობის ფარგლებში, თბილისი სპორტულ საგანმანათლებლო ფორუმს უმას
ხვალ იოჰან კრუიფის ინსტიტუტისა და ჯანო ბაგრატიონის სახელობის აკადემიის თანამშრომლობის ფარგლებში, თბილისი სპორტულ საგანმანათლებლო ფორუმს უმასპინძლებს. ერთდღიანი ფორუმი ემსახურება საქართველოში სპორტული განათლების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და გლობალური ტრენდების გაცნობას. ფორუმი თავს მოუყრის სპორტული ინდუსტრიის მთავარ ფიგურებს, რომლებიც იმსჯელებენ ახალ ტენდენციებზე, სტრატეგიულ დაგეგმარებაზე, სპორტის ფსიქოლოგიასა და სპორტული მარკეტინგის განვითარებაზე. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც აკადემიური წრის წარმომადგენლები, ასევე ინდუსტრიის პროფესიონალები