ევროპარლამენტის გადაწყვეტილებით, ევროკავშირის მიერ არასამთავრობოებო ორგანიზაციების დაფინანსებას სამუშაო ჯგუფი შეისწავლის
ევროპარლამენტის გადაწყვეტილებით, ევროკავშირის მიერ არასამთავრობოებო ორგანიზაციების დაფინანსებას სამუშაო ჯგუფი შეისწავლის. ენჯეოების მოკვლევის მიზნით, საბიუჯეტო კონტროლის კომიტეტში სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატივას ევროპის სახალხო პარტიის წევრი მემარჯვენეები ჩაუდგნენ სათავეში. ევროპარლამენტში ამ ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს სოციალ დემოკრატებმა, ლიბერალებმა და მწვანეებმა. ევროპარლამენტის მემარჯვენე პოლიტიკური ჯგუფები კი არა მხოლოდ სამუშაო ჯგუფის, არამედ უფრო სერიოზული - დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ევროკომისიას შორის გაფორმებულ საეჭვო კონტრაქტებს დეტალურად შეისწავლის