მმართველი გუნდის შეფასებით, რეზოლუცია, რომელიც ევროპარლამენტმა მიიღო უსამართლოა და საქართველოს მიმართ გარე ძალების დამოკიდებულებას ასახავს
მმართველი გუნდის შეფასებით, რეზოლუცია, რომელიც ევროპარლამენტმა მიიღო უსამართლოა და საქართველოს მიმართ გარე ძალების დამოკიდებულებას ასახავს. რეზოლუციაში საუბარია სანქციებზე და დაკავებულების გათავისუფლებაზე. რეზოლუციის მხარდამჭერი ევროდეპუტატები ითხოვენ მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას. დოკუმენტში წერია, რომ მზია ამაღლობელი კორუფციის გამოვლენისა და 2024 წლის არჩევნების დროს არჩევნების გაყალბების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთვის ისჯება. ევროპარლამენტში რეზოლუციის მეორე პროექტიც იყო რეგისტრირებული, რომლითაც ევროკავშირს მოუწოდებდნენ, საქართველოს მიმართ მიდგომა შეცვალოს და არ ჩაერიოს ქვეყნის საქმეებში
