საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 2019 წლის 20 ივნისს თბილისში განვითარებული მოვლენები განიხილეს
საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 2019 წლის 20 ივნისს თბილისში განვითარებული მოვლენები განიხილეს. მოუსმინეს გიორგი ჭოლაძეს, რომელიც იმ დროს პრემიერის აპარატის უფროსი იყო. ჭოლაძემ დეტალურად გაიხსენა, რა ხდებოდა აქციის პარალელურად პარლამენტის შენობაში, სადაც, მისივე თქმით, გერმანიის ელჩიც იმყოფებოდა. ჭოლაძემ გაიხსენა მაშინდელი პრემიერის, მამუკა ბახტაძის განცხადებაც, რომელიც გიორგი გახარიასთან იყო შეთანხმებული, რომ აქციაზე სპეციალური საშუალებები და ძალისმიერი მეთოდები არ იქნებოდა გამოყენებული. გიორგი ჭოლაძე იხსენებს, რომ ამ განცხადებიდან მალევე, რამდენიმე წუთში სროლა დაიწყო. ჭოლაძე ჰყვება, რომ ამას მძიმე საუბარი მოჰყვა
