შინაგან საქმეთა მინისტრმა, მოადგილეებთან ერთად, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში საპოლიციო დანაყოფების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრები გამართა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, მოადგილეებთან ერთად, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში საპოლიციო დანაყოფების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრები გამართა. გეკა გელაძე მცხეთა-მთიანეთში განლაგებულ სამინისტროს სხვა სტრუქტურულ დანაყოფებსაც ეწვია. მინისტრმა დაცვის პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერა. ძალოვანი უწყების ხელმძღვანელმა რეგიონში დანაშაულთან ბრძოლის, ასევე საპოლიციო პრევენციული ღონისძიებებისა და საგზაო მიმართულებით არსებულ ვითარებაზე დანაყოფების წარმომადგენლებისგან დეტალური ინფორმაცია მიიღო. ასევე, თანამშრომლებისგან სამოქალაქო უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე მოისმინა ინფორმაცია.