შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, შოთა გეწაძემ შვეიცარიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა
შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, შოთა გეწაძემ შვეიცარიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა. სიგელების გადაცემის ცერემონიის შემდეგ შეხვედრა გაიმართა. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობას. შოთა გეწაძემ შვეიცარიის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის, ასევე აღინიშნა შვეიცარიის მედიაციის როლი. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობას, გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას და ქვეყანაში მიმდინარე მსხვილ ეკონომიკურ პროექტებს.