პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს
პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს, რომ ბრიტანეთის საელჩო უკვე ერთი კვირაა, მიმართვის მიუხედავად, არ ასაჯაროებს ინფორმაციას, ვის რა თანხით აფინანსებდა 2024 წლის არჩევნების წინ და რა თანხით აფინანსებს დღეს. შალვა პაპუაშვილი დიპლომატიური წარმომადგენლობის იმ პოზიციასაც ეხმიანება, რომლის მიხედვითაც საელჩო მომავლის აკადემიას არჩევნების ობიექტურ დამკვირვებლად მიიჩნევს. პირველი კანონმდებელი აქვეყნებს მომავლის აკადემიის ფეისბუქ პოსტს.
