ევროპარლამენტში დებატები შედგა
ევროპარლამენტში დებატები შედგა, იმსჯელეს საქართველოს შესახებ, მათ შორის მედია თავისუფლების საკითხზე, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებსა და სანქციებზე. რასა იუკნევიჩიენემ უკმაყოფილება გამოთქვა ევროპული საბჭოს წევრი ქვეყნებისა და უმაღლესი წარმომადგენლის ოფისის სიჩუმის გამო. ევროკომისარმა ეკატერინა ზახარიევამ კი სათანადო ზომების მიღების აუცილებლობაზე ილაპარაკა. ევროპარლამენტარების ნაწილმა მათ გერმანიის, ასევე შეერთებული შტატების მაგალითები და დემონსტრაციებზე დაკავებულების შესახებ შეახსენა. ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ განაცხადა, რომ საქართველოს არ სჭირდება არავის ჩარევა. რეზოლუციას ევროპარლამენტი კენჭს დღეს უყრის.