პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს
პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს, რომ ბრიტანეთის საელჩო უკვე ერთი კვირაა, მიმართვის მიუხედავად, არ ასაჯაროებს ინფორმაციას, ვის რა თანხით აფინანსებდა 2024 წლის არჩევნების წინ და რა თანხით აფინანსებს დღეს. შალვა პაპუაშვილი დიპლომატიური წარმომადგენლობის იმ პოზიციასაც ეხმიანება, რომლის მიხედვითაც საელჩომ მომავლის აკადემიას არჩევნების ობიექტური დამკვირვებელი უწოდა. პირველი კანონმდებელი აქვეყნებს მომავლის აკადემიის ფეისბუქ პოსტს.
