საერთაშორისო ნარკოტრეფიკის უპრეცედენტო ფაქტი - შსს-მ 298 კილოგრამი „ჰეროინი“ ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ნარკოტრეფიკის უპრეცედენტო ფაქტი გამოავლინა. უწყებამ კონტეინერებში ფარულად მოთავსებული 298 კილოგრამი „ჰეროინი“ ამოიღო, რომლის ღირებულებაც ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 85 მილიონი ლარია. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონო შემოტანის ბრალდებით, დაკავებულია საქართველოს მოქალაქე. პროკურატურამ მას ბრალი უკვე წაუყენა და აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ,
