ბრიტანეთის საელჩომ განცხადება გაავრცელა
რატომ ითხოვს ბრიტანეთის საელჩო ხელისუფლებისგან ეუთო/ოდირის მიწვევას მუნიციპალურ არჩევნებზე იმ ფონზე, როდესაც არც ერთ განცხადებაში არ გაუზიარებიათ მათ ეუთო/ოდირის დასკვნა საპარლამენტო არჩევნების შესახებ - ამ კითხვით ქრონიკამ საელჩოს მიმართა და ველოდებით პასუხს. დღეს ბრიტანეთის საელჩომ განცხადება გაავრცელა, სადაც მთავრობას სწორედ ეუთო ოდირის მოწვევისკენ მოუწოდებს, გარდა ამისა, წერს იმ გრანტების შესახებ რომელიც საელჩოს სურდა გაეცა ტაბულასთვის, ახალგაზრა იურისტთა ასოციაციისთვის, მომავლის აკადემიასა და კანონის უზენაესობის ცენტრისთვის. საელჩო არ ეთანხმება გაკეთებულ განცხადებებს, რომ საქმე ეხებოდა პროპაგანდისა და ექსტრემიზმის დაფინანსებას.