გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, საფრანგეთის მეღვინეობისა და მეცხოველეობის სფეროს წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, საფრანგეთის მეღვინეობისა და მეცხოველეობის სფეროს წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების და თანამშრომლობის ახალი მიმართულებების განსაზღვრის საკითხებზე იმსჯელეს. დელეგაციის წევრებმა ღვინის ეროვნული სააგენტოს ღვინის მუზეუმი დაათვალიერეს და იშვიათი ქართული ვაზის ჯიშებისგან დაყენებული ღვინოები დააგემოვნეს.
