დონალდ ტრამპმა დიდი შვიდეულის სამიტი ნაადრევად დატოვა
დონალდ ტრამპმა დიდი შვიდეულის სამიტი ნაადრევად დატოვა. შეერთებული შტატების პრეზიდენტი არც ირან-ისრაელის დაპირისპირებაზე ლიდერების ერთობლივი განცხადების ხელმოწერას დასწრებია. ტრამპმა დიდი შვიდეული რუსეთის გარიცხვის გამოც გააკრიტიკა, საფრანგეთის პრეზიდენტს კი გეოპოლიტიკურ საკითხებში ინფორმირებულობა დაუწუნა.
