ახლო აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად დაძაბული რჩება
ახლო აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად დაძაბული რჩება. ისრაელი და ირანი ავია და სარაკეტო დარტყმებს ცვლიან. ლიკვიდირებულია ირანის არმიის გენერალური შტაბის ხელმძღვანელი, რომელმაც წინამორბედის დაღუპვის გამო, ეს თანამდებობა ორი დღის წინ დაიკავა. საპასუხოდ, ირანმა ისრაელის ქალაქების მიმართულებით ასამდე ბალისტიკური რაკეტა და დრონი გაუშვა.
