"როიტერსის" ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციამ შეაჩერა უწყებათაშორისი ჯგუფის საქმიანობა, რომელსაც რუსეთზე წნეხის სტრატეგიის შემუშავება ევალებოდა
"როიტერსის" ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციამ შეაჩერა უწყებათაშორისი ჯგუფის საქმიანობა, რომელსაც რუსეთზე წნეხის სტრატეგიის შემუშავება ევალებოდა. სააგენტო წერს, რომ მოსკოვზე ზემოქმედების მიზანი უკრაინის საკითხზე სამშვიდობო მოლაპარაკებების დაჩქარება უნდა გამხდარიყო.
