პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მამუკა ხაზარაძე კიდევ ერთხელ დაიბარეს
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მამუკა ხაზარაძე კიდევ ერთხელ დაიბარეს. კომისიის მიმართვა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში თავად გაასაჯაროვა და დაწერა, რომ კომისიის სხდომაზე მისვლას არ აპირებს. ის ამჯერად 2012 -2025 წლებში საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნების საზიანოდ განხორციელებული ქმედებების შესახებ ახსნა განმარტებისთვის, სხდომაზე 30 ივნისს არის დაბარებული
