დონალდ ტრამპმა ემანუელ მაკრონი გააკრიტიკა
ამერიკის პრეზიდენტის თქმით, საფრანგეთის ლიდერმა მცდარი განცხადება გააკეთა, როდესაც აღნიშნა, რომ კანადაში მიმდინარე დიდი შვიდეულის სამიტი დონალდ ტრამპმა დროზე ადრე ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე სამუშაოდ დატოვა. თეთრი სახლის ლიდერის თქმით, მაკრონს წარმოდგენა არ აქვს ტრამპის გეგმების შესახებ.