ამერიკელი კონგრესმენი მარჯორი ტეილორ გრინი კატეგორიულად ეწინააღმდეგება შეერთებული შტატების ჩართვას უცხოურ ომებში
წარმომადგენელთა პალატის წევრის შეფასებით, ამერიკელ ხალხს პროპაგანდით ტვინი გამოურეცხეს, რომ უცხო ქვეყნებში მიმდინარე კონფლიქტებით შეერთებულ შტატებს ემუქრება საფრთხე. მარჯორი ტეილორ გრინის თქმით, ამერიკამ ეროვნული ინტერესები უნდა დააყენოს პირველ ადგილზე და არა სხვისი ომები.
