გმირთა მოედანზე მდებარე ესტაკადას გეგმური გამოკვლევა-გამოცდის სამუშაო ჩაუტარდება
ამის შესახებ თბილისის მერმა განაცხადა. კახა კალაძის თქმით, პროცესი ესტაკადის კონსტრუქციული ელემენტების ტექნიკურ შემოწმებას და გამძლეობის შეფასებას მოიცავს. სამუშაოები 19 ივნისს დაიწყება და 7 ივლისს დასრულდება. ამ პერიოდში ღამის საათებში გმირთა მოედნის ესტაკადაზე საავტომობილო მოძრაობა დღეგამოშვებით სრულად შეიზღუდება.
