სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, რომ კონკრეტული ელჩები აქტივისტების მფარველებად იქცნენ და ვენის კონვენციას არღვევენ
მმართველი გუნდი ეხმიანება გერმანიის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ლექციას, სადაც სპიკერად მიწვეული იყო ნაციონალური მოძრაობის სიის მერვე ნომერი. ღონისძიებაზე, ირაკლი ხვადაგიანის ნაცვლად, ბექა კობახიძე უნდა ყოფილიყო. ამის შესახებ თავად ბექა კობახიძემ დაწერა სოციალურ ქსელში. საკითხის შეფასებისას ნაციონალური მოძრაობის წევრები პრობლემას ვერ ხედავენ, რომ წარსულის გააზრებაზე მათი სიის წარმომადგენელი ლაპარაკობდეს. გიორგი ვაშაძე კი კითხვამ გააღიზიანა და ტელეკომპანია იმედის მაყურებელს შეურაცხყოფა მიაყენა.