პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით თურქეთში იმყოფება
აეროპორტში გაიმართა დახვედრის ოფიციალური ცერემონია. შალვა პაპუაშვილი უკვე შეხვდა თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს. ასევე შედგა შეხვედრა გაფართოებული ფორმატით. ცოტა ხანში დაგეგმილია შალვა პაპუაშვილისა და ნუმან ქურთულმუშის ერთობლივი პრესკონფერენცია, რომელსაც პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.
