საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები დღეს ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას გამართავს
რამაზ სვანაძის გუნდის მეტოქე პორტუგალიის ნაკრები იქნება. გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალის საგზურს მოიპოვებს. შეხვედრა თბილისის დროით, 20:00 საათზე დაიწყება.
