საგარეო საქმეთა მინისტრი სერბეთის რესპუბლიკის საშინაო და საგარეო ვაჭრობის მინისტრს შეხვდა
მინისტრებმა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სხვადასხვა სფეროებში გამოცდილების გაზიარებისა და შესაბამის სახელმწიფო უწყებებსა და ბიზნეს-საზოგადოებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. დადებითად შეფასდა სერბული მხარის გადაწყვეტილება თბილისში საელჩოს გახსნის შესახებ, რაც ქვეყნებს შორის ჩამოყალიბებული მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას შეუწყობს ხელს. სერბეთის საშინაო და საგარეო ვაჭრობის მინისტრი თბილისს საქართველოსა და სერბეთის დედაქალაქებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყების საინაუგურაციო ცერემონიაზე დასწრების მიზნით ესტუმრა.
