ისრაელზე ბალისტიკური რაკეტებით მიტანილ იერიშებს თავდაცვით ოპერაციას უწოდებს ირანი
ისლამური რესპუბლიკის ელჩი გაეროში ამტკიცებს, რომ ამ ოპერაციის სამიზნე ისრაელის სამხედრო ობიექტები და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურაა. დიპლომატმა ისრაელის მოკავშირეებსაც მიმართა და გააფრთხილა, რომ თელ-ავივის დახმარება მათ იურიდიულად თანამონაწილეებად აქცევს და შექმნილ კრიზისზე პასუხისმგებლობას აკისრებს.
