ამერიკელ კანონმდებლებზე შეიარაღებულ თავდასხმაში ეჭვმიტანილი მამაკაცი ორდღიანი ძებნისა და უპრეცედენტო მასშტაბის სპეცოპერაციის შემდეგ დააკავეს
ამერიკელ კანონმდებლებზე შეიარაღებულ თავდასხმაში ეჭვმიტანილი მამაკაცი ორდღიანი ძებნისა და უპრეცედენტო მასშტაბის სპეცოპერაციის შემდეგ დააკავეს. ადამიანი, რომელმაც მინესოტას შტატის დემოკრატი კანონმდებელი და მისი მეუღლე მოკლა, ასევე კიდევ ერთი სენატორისა და მისი ცოლის მკვლელობა სცადა, 57 წლის მამაკაცია.
