პოლიციამ აჭარაში ნარკოდანაშაულისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
პოლიციამ აჭარაში ნარკოდანაშაულისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა. ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით „კოკაინი”. ბრალდებული უცხოეთიდან საქართველოში ქილებით გამოგზავნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენას ცდილობდა.
