სტამბოლში დადებული შეთანხმების ფარგლებში, უკრაინულმა მხარემ რუსეთისგან ომში გარდაცვლილი ჯარისკაცების კიდევ 1245 ცხედარი დაიბრუნა
სტამბოლში დადებული შეთანხმების ფარგლებში, უკრაინულმა მხარემ რუსეთისგან ომში გარდაცვლილი ჯარისკაცების კიდევ 1245 ცხედარი დაიბრუნა. რუსეთის მიერ გადაცემული ცხდრები იდენტიფიცირებისთვის ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი. რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლის, ვლადიმირ მედინსკის თქმით, რუსეთმა თურქეთში დადებული პირობა შეასრულა და კიევს ჯამში 6057 გარდაცვლილი მეომრის ცხედარი დაუბრუნა. მოსკოვი ასევე მზადაა კიევს დამატებით 2063 ცხედარი გადასცეს.
