პარიზში ლე ბურჯეს საავიაციო გამოფენაზე ორგანიზატორებმა ისრაელის იარაღის მწარმოებლების ოთხი საგამოფენო სტენდი შავი ქსოვილით დაფარეს
პარიზში ლე ბურჯეს საავიაციო გამოფენაზე ორგანიზატორებმა ისრაელის იარაღის მწარმოებლების ოთხი საგამოფენო სტენდი შავი ქსოვილით დაფარეს. მომხდარის გამო შეშფოთება გამოთქვა ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ. უწყების ცნობით, გამოფენის ორგანიზატორებმა, საფრანგეთის მთავრობის განკარგულებით, ისრაელს საგამოფენო სივრციდან შეიარაღებისა და სარაკეტო სისტემების ნიმუშების გატანა მოსთხოვეს
