შინაგან საქმეთა მინისტრმა ლევან მაისურაძესთან და ამავე დეპარტამენტის თბილისისა და რეგიონების მთავარი სამმართველოების უფროსებთან სამუშო შეხვედრა გამართა
შეხვედრაზე საგზაო მოძრაობის მიმართულებით არსებული ვითარება განიხილეს და უსაფრთხოების უფრო მეტად გაძლიერების მიზნით დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრეს. გეკა გელაძემ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირებისგან ავტოსაგზაო შემთხვევებისა და დანაშაულის სტატისტიკის შესახებ ანგარიში მოისმინა და ხაზი გაუსვა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლების მნიშვნელოვან როლს საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და მათ გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
