იაგო კაჭკაჭიშვილის კვლევაზე, რომლის მიხედვითაც ამომრჩევლის 54% მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღოს, პოლიტიკური შეფასებები კეთდება
იაგო კაჭკაჭიშვილის კვლევაზე, რომლის მიხედვითაც ამომრჩევლის 54% მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღოს, პოლიტიკური შეფასებები კეთდება. მმართველი გუნდი ოპოზიციაში კრიზისზე საუბრობს. მათი თქმით ოპოზიციას არჩევნების ეშინია, რადგან არც ერთად და არც ცალ-ცალკე ამომრჩევლის ნდობა არ აქვს. კვლევა სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა ჩაატარა. პირისპირ ინტერვიუს მეთოდით ხალხი გამოიკითხა ხუთი- ოცი მაისის შუალედში. საუბარია ორი ათას რესპოდენტზე.
