გერმანიის საელჩოს მიერ ღონისძიებაზე ,"ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო სიის მე-8 ნომრის ირაკლი ხვადაგიანისთვის ტრიბუნის დათმობას, ცინიზმს უწოდებენ მმართველ გუნდში
გერმანიის საელჩოს მიერ ღონისძიებაზე ,"ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო სიის მე-8 ნომრის ირაკლი ხვადაგიანისთვის ტრიბუნის დათმობას, ცინიზმს უწოდებენ მმართველ გუნდში. საკითხს სოციალურ ქსელში ეხმიანება პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილი წერს, რომ ცინიზმია წარსულის გააზრებაზე სასაუბროდ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის მიყვანა. პარლამენტის თავმჯდომარის ამ განცხადებასთან დაკავშირებით, ქრონიკამ კითხვით მიმართა გერმანიის საელჩოს, თუმცა პასუხი არ მიგვიღია
