საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის უფროს მრჩეველს შეხვდა
საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის უფროს მრჩეველს შეხვდა . მაკა ბოჭორიშვილმა და უაით ტოლკემ ისაუბრეს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე, თანამშრომლობის პერსპექტივებზე და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე. აღინიშნა, რომ საქართველო აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორია. საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა ქართული მხარის მზაობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის განახლებასთან დაკავშირებით. მხარეებმა იმსჯელეს რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე. ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის კუთხით.
