15 ივნისს, გრენლანდიაში ვიზიტისას, საფრანგეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გრენლანდია არც იყიდება და ვერც ვერავინ შეძლებს მის მიტაცებას
დანიისა და გრენლანდიის პრემიერ-მინისტრებთან შეხვედრის დროს, ემანუელ მაკრონმა გააკრიტიკა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განზრახვა, გრენლანდიაზე კონტროლის დამყარების თაობაზე. მაკრონის თქმით, საფრთხე, რომელიც გრენლანდიას „მტაცებლური ამბიციის“ გამო ემუქრებოდა, ყველა ევროპელისთვის გამოსაფხიზლებელი ზარი უნდა იყოს.
