ამერიკელი კანონმდებელი, მარჯორი ტეილორ გრინი, ისრაელ-ირანის ომში შეერთებული შტატების ჩარევას კატეგორიულად ეწინააღმდეგება
ამერიკელი კანონმდებელი, მარჯორი ტეილორ გრინი, ისრაელ-ირანის ომში შეერთებული შტატების ჩარევას კატეგორიულად ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ ვინც ამის მომხრეა, ამერიკის ეროვნულ ინტერესებს არ ითვალისწინებს. წარმომადგენელთა პალატის წევრი, სოციალურ ქსელში წერს, რომ ამერიკა დაიღალა უცხოური ომებით, მათ შორის არამხოლოდ ახლო აღმოსავლეთის, არამედ უკრაინის. მარჯორი ტეილორ გრინის თქმით , შეერთებულ შტატებს არ სურს არცერთ ომში ჩართვა და არც მათი დაფინანსება.
