თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მორფოლოგიის ინსტიტუტში “საუნივერსიტეტთაშორისო ტრანსლაციური ნეირომეცნიერების ლაბორატორია” გაიხსნა
ლაბორატორია მოსახლეობის მომსახურების პარალელურად, სხვადასხვა უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტების სწავლებას უზრუნველყოფს. დაგეგმილია მისი რეგიონულ ჰაბად გარდაქმნა, რომელიც კავკასიის რეგიონს მოემსახურება.