შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ და მინისტრის პირველმა მოადგილემ, რონი მესხმა, თბილისის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართეს
მინისტრმა, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, ვაჟა სირაძეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. გეკა გელაძემ, პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებისგან დანაშაულთან ბრძოლის, ასევე, საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო და სამუშაო პროცესზე მათ შესაბამისი დავალებები მისცა.
