შინაგან საქმეთა სამინისტრომ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენის მცდელობის ბრალდებით თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავა
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული უცხოეთიდან საქართველოში გამოგზავნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „კოკაინის“ შეძენას ცდილობდა. სამართალდამცველებმა მისთვის უცხოეთიდან საქართველოში გამოგზავნილი ამანათის კონტროლირებადი მიწოდება განახორციელეს, რის შემდეგაც თურქეთის მოქალაქე ბრალდებულის სახით დააკავეს. ამოღებულია „კოკაინი“. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
