ამომრჩევლის 54 პროცენტი მიიჩნევს რომ ოპოზიციამ თვითმმართველობის არჩევნებზე მონაწილეობა უნდა მიიღოს
ამომრჩევლის 54 პროცენტი მიიჩნევს რომ ოპოზიციამ თვითმმართველობის არჩევნებზე მონაწილეობა უნდა მიიღოს - კვლევა ოპოზიციასთან დაკავშირებული იაგო კაჭკაჭიშვილის სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა ჩაატარა. პირისპირ ინტერვიუს მეთოდით ხალხი გამოიკითხა ხუთი ოცი მაისის შუალედში. საუბარია ორი ათას რესპონდენტზე. კაჭკაჭიშვილის კვლევას ოპოზიციაში მორიგი დაპირისპირება მოჰყვა. ნაციონალური მოძრაობა ამომრჩევლის პოზიციას არ იზიარებს და ისევ ბოიკოტზე საუბრობს.
