ჩორჩანის ეპიზოდთან დაკავშირებით, გენერალურ პროკურატურაში დღეს ალექსანდრე ტაბატაძესა და კახა კახიშვილს გამოკითხავენ
ტაბატაძე 2019 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე იყო, ხოლო კახა კახიშვილი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი. გამომძიებლის კითხვებს უკვე უპასუხა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა. ჩორჩანის ეპიზოდზე საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ისაუბრა თეა წულუკიანმაც. მისი განცხადებით სხდომაზე გიორგი გახარიას კიდევ ერთხელ 23 ივნისს დაიბარებენ.
