ევროკავშირის სანქციების 17 პაკეტის მიუხედავად, რუსეთის ექსპორტი 2024 წელს, როგორც ჩანს, თითქმის 20 პროცენტით გაიზარდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ დასავლეთის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ეფექტიანი არ არის
ევროკავშირის სანქციების 17 პაკეტის მიუხედავად, რუსეთის ექსპორტი 2024 წელს, როგორც ჩანს, თითქმის 20 პროცენტით გაიზარდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ დასავლეთის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ეფექტიანი არ არის. წერს გერმანული გამოცემა. ჟურნალი კიოლნის ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის ანალიზზე დაყრდნობით იტყობინება, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სამხედრო ბიუჯეტი უკრაინაში შეჭრის შემდეგ კვლავ „კარგად არის შევსებული“. 2024 წელს, რუსეთის საექსპორტო შემოსავალმა დაახლოებით 330 მილიარდი დოლარი შეადგინა. დასავლეთის სანქციების შემდეგ, რუსეთმა მნიშვნელოვნად გაზარდა ვაჭრობა გლობალური სამხრეთის ქვეყნებთან. მაგალითად, ინდოეთი და ჩინეთი რუსული ნავთობისა და გაზის მნიშვნელოვანი მყიდველები არიან, რითაც რუსეთის სამხედრო ბიუჯეტს მილიარდობით დოლარით ავსებენ.