რობერტ ფიცო: სლოვაკეთს არ აქვს არანაირი საფუძველი, რომ უკრაინის გამო დაიტანჯოს
სლოვაკეთს არ აქვს არანაირი საფუძველი, რომ უკრაინის გამო დაიტანჯოს. განცხადება რობერტ ფიცომ სლოვაკური მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა და გაზის მიწოდების საკითხის განხილვამდე რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალ პაკეტზე კენჭისყრის გადადება მოითხოვა.
