აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთიდან დევნილ ვეტერანებს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთიდან დევნილ ვეტერანებს შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარემ ქვეყნის წინაშე არსებული დამსახურებისთვის ვეტერანებს მადლობა გადაუხადა და მათი სოციალურ ეკონომიკური გაძლიერების საკითხებზე ისაუბრა. შეხვედრაზე განიხილეს სამომავლო გეგმები და ინიციატივები.
