პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით, განცხადებები კეთდება მმართველ გუნდში
პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით, განცხადებები კეთდება მმართველ გუნდში. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ გიორგი გახარია, საკუთარ ტყუილებში დაიკარგა. სახელისუფლებო გუნდში თქვეს, რომ საზიანო გადაწყვეტილების მიმღები კანონის წინაშე პასუხს აგებს. ცნობისთვის, გუშინ ამ საქმეზე მოწმის სახით ვახტანგ გომელაური გამოიკითხა. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სხვა საკითხებთან ერთად შესწავლის საგანს წარმოადგენს 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ განხორციელებული ქმედება.
