ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ ჟერმენი“ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას მადრიდის „ატლეტიკოსთან“ ჩაატარებს
თბილისის დროით 23:00 საათზე, ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული, ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ ჟერმენი“ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას მადრიდის „ატლეტიკოსთან“ ჩაატარებს. ტრავმის გამო სავარაუდოდ პირველ შეხვედრას გამოტოვებს, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი უსმან დემბელე. „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ატლეტიკოს“ გარდა, ბ ჯგუფში ბრაზილიური „ბოტაფოგო“ და ამერიკული „სიეტლ სანდერსი“ გამოვლენ. ფიფას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი დღეს, „ინტერ მაიამისა“ და „ალ აჰლის“ შეხვედრით გაიხსნა, რომელიც ანგარიშით 0-0 დასრულდა.
